ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ჩამოაგდეს ფრთოსანი რაკეტა, რომელიც სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათის მიმართულებით იყო გასროლილი.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში „მტრული თვითმფრინავის შეღწევის“ შესახებ შეტყობინების შემდეგ ისრაელის გამანადგურებელმა ქალაქის მახლობლად „წარმატებით გაანადგურა ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ისრაელის მიმართულებით იყო გაშვებული“.

ადგილობრივი მედია წერს, რომ რაკეტა იემენიდან აჯანყებულმა ჰუსიტებმა გაუშვეს.