ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანი ეხმარებოდა „ჰამასს“ ომამდე და დახმარებას ახლაც აგრძელებს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანი ეხმარებოდა „ჰამასს“ ომამდე და დახმარებას ახლაც აგრძელებს

ირანი დაეხმარა „ჰამასს“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის წინ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„ირანი უშუალოდ ეხმარებოდა „ჰამასს“ ომამდე წვრთნით, იარაღის მიწოდებით, ფულით და ტექნოლოგიური ცოდნით. ირანის დახმარება „ჰამასისთვის“ ახლაც გრძელდება დაზვერვისა და წაქეზების სახით ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ღამით ღაზის სექტორში ათობით საჰაერო დარტყმა განხორციელდა, მათ შორის „ჰამასის“ გვირაბების, იარაღის შესანახი ადგილების და რაკეტების გაშვების ობიექტებზე.