ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას ასრულებენ
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას ასრულებენ

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას ასრულებენ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ემზადებიან შეტევის გასაფართოვებლად, რაც მოიცავს ერთობლივ და კოორდინირებულ თავდასხმას ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან.

„ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და სამხედროები დისლოცირებული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მზად არიან, გაზარდონ მზადყოფნა ომის შემდგომი ეტაპისთვის, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე ფოკუსირებით“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოცემა Times of Israel წერს, მოსალოდნელია, რომ სამხედროები დაიწყებენ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას, თუმცა მის მასშტაბზე და ჩატარების დროზე შესაძლოა, აისახოს ოპერატიული გარემოებები, მათ შორის ჩრდილოეთ ღაზიდან პალესტინელი მცხოვრებლების ევაკუაცია და ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე მზარდი დაძაბულობა.