ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებები გრძელდება
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებები გრძელდება.
ისრაელის მხარე განმარტავს, რომ ბოლო რამდენიმე საათში ღაზაში საჰაერო გზით 43 ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი ჩავიდა, რომლებიც საკვებს შეიცავდა.
ამასთან, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში 91 ადამიანი დაიღუპა ჰუმანიტარული დახმარების მოპოვების დროს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, საჰაერო გზით მიწოდებული დახმარება ვერ უზრუნველყოფს საკმარის მარაგს. ამასთან, ჩამოვარდნილი ყუთები შეიძლება ადამიანების დაზიანების მიზეზი გახდეს.