ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ  ღაზის ჩრდილოეთით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში „ჰამასის“ მებრძოლთა გვირაბი აღმოაჩინეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ  ღაზის ჩრდილოეთით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში „ჰამასის“ მებრძოლთა გვირაბი აღმოაჩინეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩენილი „ჰამასის“ მებრძოლთა გვირაბის კადრებიი გაავრცელა, სადაც მანამდე, დეკემბრის დასაწყისში ისრაელელი ტყვეების ხუთი ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოკვლევის შედეგად, გვირაბების ორი ქსელი და ლიფტი იქნა აღმოჩენილი, რომელიც 10 მეტრის ქვემოთ, დიდ დარბაზსა და სამეთაურო ცენტრამდე ჩადიოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აღმოჩენილი გვირაბის ორ ქსელს ჰქონდა მრავალი ფილიალი, რომლებსაც „ჰამასი“ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად იყენებდა. მათ შორის იყო რამდენიმე გვირაბი, რომელიც ახლომდებარე სკოლისა და საავადმყოფოს ქვეშ გადიოდა.

როგორც ცნობილია, გვირაბების ქსელი, ტერიტორიის შესწავლის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა.