ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზასთან ბარიერი აღადგინეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზასთან ბარიერი აღადგინეს

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, ჯონათან კონრიკუსის თქმით, თავდაცვის ძალებმა აღადგინეს ბარიერი ღაზასთან. კონრიკუსი აღნიშნავს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის საზღვრებთან ახლოს ჯავშანტექნიკა, საარტილერიო კორპუსი და 300 000 რეზერვისტი გაგზავნა.

„ისინი ახლოს არიან ღაზის სექტორთან და ემზადებიან იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც ისრაელის მთავრობამ მოგვცა და ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“ ომის დასასრულს არ ექნება სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც მათ შეეძლებათ, დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

კონრიკუსმა დასძინა, რომ ბრძოლები უფრო გაძლიერდება და უახლოეს დღეებში ღაზის ქმედებები „უფრო რთულად გასაგები და გამკლავებადი იქნება“.