ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში მდებარე შიფას ჰოსპიტალს 300 ლიტრი საწვავი მიაწოდეს, მაგრამ „ჰამასმა“ მის მიღებაში ხელი შეუშალა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში მდებარე შიფას ჰოსპიტალს 300 ლიტრი საწვავი მიაწოდეს „გადაუდებელი სამედიცინო მიზნებისთვის“, მაგრამ „ჰამასმა“ სამედიცინო ცენტრს მის მიღებაში ხელი შეუშალა.
როგორც მედია წერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიიღეს მტკიცებულება, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა საავადმყოფოს საწვავის მიღებაში ხელი შეუშალეს.
სამხედროებმა გამოაქვეყნეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერსა და ღაზის ჯანდაცვის მაღალჩინოსანს შორის, რომელიც ამბობს, რომ ღაზაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, იუსეფ აბუ ალ რიშმა საავადმყოფოს საწვავის მიღება აუკრძალა.