ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო საათებში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ათობით ობიექტს დაარტყეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დაარტყეს „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ათობით ობიექტს ღაზის სექტორში. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ობიექტები მოიცავს გვირაბის შესასვლელებს, მეჩეთს, იარაღის შესანახ საწყობებსა და შეკრების ადგილს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ერთ-ერთი გვირაბი, რომელსაც ისრაელმა დაარტყა, „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმისთვის გამოიყენა.