ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბერს კიბუცსა და რამდენიმე სოფელზე თავდასხმის ორგანიზატორი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბერს კიბუცსა და რამდენიმე სოფელზე თავდასხმის ორგანიზატორი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბერს კიბუცსა და რამდენიმე სოფელზე თავდასხმის ორგანიზატორი მოკლეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ნასიმ აბუ აჯინაზე, რომელიც ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის დროს დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ის ასევე მეთვალყურეობდა „ჰამასის“ უპილოტო საფრენი აპარატების გამართულობას.

„მისი სიკვდილი შეაფერხებს „ჰამასის“ წინააღმდეგობას“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს „ჰამასი“.