ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, „ჰამასის“ ორი მეთაური ლიკვიდირებულია
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ორი მეთაური ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, აღნიშნული ლიდერები 2023 წელს 7 ოქტომბრის „ხოცვა-ჟლეტასა“ და დაჯგუფებისთვის იარაღის წარმოებაში მონაწილეობდნენ.
„ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ორი მეთაური, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ და ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდნენ“, – იტყობინება ისრაელის თავდაცვის ძალები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული „ჰამასის“ მებრძოლებს წვრთნიდა და საბრძოლო მიმართულებით ავითარებდა, ხოლო მეორე დაჯგუფებისთვის იარაღის წარმოებაში მონაწილეობდა.
თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებული პირები ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ძალების წინააღმდეგ თავდასხმებს ამზადებდნენ და „ჰამასის“ შესაძლებლობების აღსადგენად მუშაობდნენ.