ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიის სამხრეთ ნაწილში სამხედრო სამიზნეები დაბომბეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირია დაბომბეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, სამხედრო სამიზნეები სირიის სამხრეთ ნაწილში დაიბომბა. დაბომბვის სამიზნე გახდა იარაღის საწყობები.
„სირიის სამხრეთ ნაწილში სამხედრო აქტივების და ძალების არსებობა საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს მოქმედებას ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხის მოსაშორებლად“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, სამხრეთ სირია სამხრეთ ლიბანად გადაიქცეს. ისრაელის მთავრობის წევრები სირიის სამხრეთის დემილიტარიზაციას ითხოვენ.