ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ რამალასთან მდებარე პალესტინელების ლტოლვილთა ბანაკში რეიდი მოაწყო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ რამალასთან მდებარე პალესტინელების ლტოლვილთა ბანაკში რეიდი მოაწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალასთან მდებარე პალესტინელების ლტოლვილთა ბანაკში რეიდი მოაწყო.

ისრაელის სამხედროები პალესტინელს ეძებდნენ, რომელმაც ისრაელის არმიის ერთ-ერთ ჯარისკაცს თავში მარმარილოს ნატეხი ესროლა. სამხედრო მოგვიანებით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

ბანაკში ჯარისკაცების შესვლის შემდეგ, ადგილობრივებსა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის შეტაკება დაიწყო.

დაპირისპირების შედეგად 13 პალესტინელია დაშავებული.

ისრაელის სამხედროებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, პალესტინელებმა კი საპასუხოდ ისრაელის ჯარისკაცებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შვიდი პალესტინელია დაკავებული.