ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ირანმა მძიმე შეცდომა დაუშვა
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ირანმა მძიმე შეცდომა დაუშვა

ირანმა მძიმე შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

დეფრინის თქმით, ისრაელის არმია არ დაუშვებს ირანიდან ისრაელის მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლის გაგრძელებას.

ამასთან, მისივე თქმით, ისრაელი შესაძლო დამატებითი ცეცხლისთვის მზადაა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აღნიშნავს, საჰაერო თავდაცვის სისტემები „ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა განლაგებული“, ხოლო თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი თავდასხმების შემდეგ „სიტუაციურ შეფასებას“ ატარებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს მოქმედებას ლიბანის მასშტაბით და გააძლიერებს დარტყმებს ტერორისტულ ორგანიზაციის, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ“ – განაცხადა ეფი დეფრინმა.