ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს სახმელეთო ოპერაციების გაღრმავებას ღაზაში
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს სახმელეთო ოპერაციების გაღრმავებას ღაზაში

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს სახმელეთო ოპერაციების გაღრმავებას ღაზაში.

„ჩვენ მივაღწევთ „ჰამასის“ უფრო და უფრო მეტ ციხესიმაგრეს“, – განაცხადა ჰაგარიმ.

„ჰამასის“ საპასუხოდ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ათობით ჯავშანტექნიკა დაზიანებულია, ჰაგარი ამბობს, რომ მათ შეუძლიათ შეკეთება საველე პირობებში.

ამასთან, პალესტინის ისლამური „ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ორი ისრაელელი მძევალი ნაჩვენებია, ჰაგარმა განაცხადა: „ჩვენ არ დაგვიშურებია ძალისხმევა და არ გამოვტოვებთ არცერთ შესაძლებლობას მძევლების დასაბრუნებლად“.

მისივე თქმით, ისლამური „ჯიჰადის“ განცხადება, რომ ორ მძევალს გაათავისუფლებენ, „ფსიქოლოგიური ტერორიზმია“.