ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ სამხედროები განაგრძობენ დარტყმებს ღაზის სექტორში, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ემორჩილება

11:01, 19.01.2025

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, სამხედროები განაგრძობენ დარტყმებს ღაზის სექტორში, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ემორჩილება.

„დღეს დილის მდგომარეობით, „ჰამასი“ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და შეთანხმების საპირისპიროდ ისრაელს არ მისცა მძევლების სახელები“, – განაცხადა ჰაგარმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მითითებით, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა იქამდე, ვიდრე „ჰამასი“ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს.

მსგავსი