ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი – ისრაელი გააგრძელებს ყველას მიზანში ამოღებას, ვინც ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მათ შორის გაანეიტრალებს მოჯტაბა ხამენეის

10:29, 18.03.2026

ისრაელი გააგრძელებს ყველას მიზანში ამოღებას, ვინც ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მათ შორის გაანეიტრალებს ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯტაბა ხამენეის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

„შემიძლია, ერთი რამ ვთქვა: ჩვენ გავაგრძელებთ ყველას მიზანში ამოღებას, ვინც საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენზე, არ არის დაზღვეული. ჩვენ მას დავედევნებით, ვიპოვით და გავანეიტრალებთ“, – განაცხადა ეფი დეფრინმა.

დეფრინმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი გააგრძელებს ირანის „ბასიჯის“ ძალების წევრების მიზანში ამოღებას.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ყველას მივწვდებით, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“, – განაცხადა დეფრინმა.

ეფი დეფრინის თქმით, ისრაელი „ხანგრძლივი კამპანიისთვის“ მზადაა.

მსგავსი