ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი - ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც ღაზის დაკავებას მოიცავს
ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც ქალაქ ღაზის დაკავებას მოიცავს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ეფი დეფრინი აცხადებს.
ეფრინი აღნიშავს, რომ მას შემდეგ, რაც „ჰამასსა“ და ისრაელელ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა, ისრაელმა დაიწყო ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა.
„ჩვენ არ ველოდებით, ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასწარი ოპერაციები და ღაზაზე თავდასხმის პირველი ეტაპები, და უკვე ახლავე ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები კონტროლს უწევენ ღაზის გარეუბნებს. ჩვენ გავაღრმავებთ თავდასხმას „ჰამასზე“ ღაზაში, რომელიც ამ ტერორისტული ორგანიზაციის მთავრობის და სამხედრო ტერორის თავშესაფარია. ჩვენ გავაძლიერებთ დარტყმებს ტერორისტული ინფრასტრუქტურის მიმართ როგორც მიწაზე, ისე მიწისქვეშ და შევაჩერებთ მოსახლეობის დამოკიდებულებას „ჰამასზე““, – განაცხადა დეფრინმა.