ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი - დღეს ღაზის 40%-ს ვაკონტროლებთ, მომდევნო დღეებში ოპერაციას გავაფართოებთ და გავაძლიერებთ
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი - დღეს ღაზის 40%-ს ვაკონტროლებთ, მომდევნო დღეებში ოპერაციას გავაფართოებთ და გავაძლიერებთ

ისრაელი ქალაქ ღაზის 40%-ს აკონტროლებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო დღეებში სამხედრო ოპერაცია გაფართოვდება და გაძლიერდება.

„დღეს ჩვენ ქალაქ ღაზის 40%-ს ვაკონტროლებთ. მომდევნო დღეებში ოპერაციას გავაფართოებთ და გავაძლიერებთ. ჩვენ გავზრდით ზეწოლას „ჰამასზე“ იქამდე, ვიდრე ის არ განადგურდება. ჩვენ ყველგან გავაგრძელებთ მათ დევნას“, – განაცხადა დეფრინმა.