ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური - ტრამპის სამშვიდობო გეგმა ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ომის მიზნების მიღწევასთან გვაახლოებს
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის, ეიალ ზამირის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სამშვიდობო გეგმა ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ომის მიზნების მიღწევასთან აახლოებთ.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სამხედრო მოქმედებების წარმატება და პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობა“, – განაცხადა ზამირმა ქალაქ ღაზაში ვიზიტისას.
შეგახსენებთ, გუშინ, 29 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა.