ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური – ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას პასუხი მოჰყვება

22:19, 15.04.2024

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური, ჰერცი ჰალევი აცხადებს, რომ ირანის თავდასხმას „პასუხი მოჰყვება“.

ჰალევის თქმით, ისრაელი ფიქრობს და მსჯელობს სამომავლო ნაბიჯების შესახებ.

„ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტების, ფრთოსანი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას პასუხი მოჰყვება“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური.

ჰერცი ჰალევიმ აღნიშნული განცხადება ისრაელის ომის კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის საპასუხო გეგმა განიხილებოდა.

მსგავსი