ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამიზნეს საზღვარზე არსებული ისრაელის შეიარაღებული ძალების პოსტი წარმოადგენდა.
ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა არაბ ალ-არამშეს დასახლებასთან დაეცა.
ეს „ჰეზბოლას“ მიერ რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევა არ არის მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელს სამხრეთიდან „ჰამასის“ მებრძოლები დაესხნენ თავს.