ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასმა“ ექვსი მძევალი „წითელ ჯვარს“ გადასცა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასმა“ ექვსი მძევალი „წითელ ჯვარს“ გადასცა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასმა“ ექვსი მძევალი „წითელ ჯვარს“ გადასცა. მათივე ცნობით, ისინი ახლა „წითელი ჯვრის“ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ისრაელისკენ მიემართებიან.

„„წითელი ჯვრის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათთან ექვსი გატაცებული ისრაელელი გადაიყვანეს და ახლა ისრაელისკენ მიემართებიან“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს „ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ ორი ისრაელელი მძევალი გადასცა.