ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში 150-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში 150-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული, რომელთა უმრავლესობა „ჰამასის“ წევრი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განაცხადებით, მოკლულ ტერორისტებს შორის არიან პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ წევრებიც.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, საერთო ჯამში, 200-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 60-ზე მეტი ბავშვი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ქალაქებში ღაზაში და ხან იუნისში 15 კილომეტრის სიგრძის გვირაბების ქსელია განადგურებული. ავიაიერიშებში 60 თვითმფრინავი იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც 100-ზე მეტი ბომბით 65 სამიზნეზე მიიტანეს იერიში.