ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებენ
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებენ

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებენ, – აღნიშნულის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, „ჰამასი“ საავადმყოფოს ტერორისტული აქტივობების ჩასატარებლად იყენებს. თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ „ჰამასმა“ ალ-შიფას საავადმყოფოდან ცეცხლი გაუხსნა ისრაელის უსაფრთხოების ძალებს.

„ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს და თავდასხმა განახორციელეს ტერორისტებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.