ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 123 სამხედრო დაიღუპა

14:08, 10.10.2023

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 123 სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს. საერთო ჯამში, თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს. მათ შორის, მუსიკალურ ფესტივალზე დაღუპული 260 პირიცაა.

ისრაელიდან ღაზის სექტორში გატაცებულია 150-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის უწყება 50-მდე მათგანის ოჯახთან უკვე კონტაქტზე იმყოფება.

რაც შეეხება პალესტინურ მხარეს არსებულ დანაკარგებს, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად გარდაცვლილია 778 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა 4000-ს აჭარბებს.

მსგავსი