ისრაელის თავდაცვის ძალები – მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა

23:32, 13.06.2025

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს.

„მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმის თელ ავივსა და იერუსალიმში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად თელ ავივში არიან დაშავებულები.

მსგავსი