ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას წყლისა და საკვების მომარაგებისკენ მოუწოდებს
ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას წყლისა და საკვების მომარაგებისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინსტრუქციებს, რომლებშიც მოუწოდებენ ისრაელელებს, დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ საკვებისა და წყლის ის რაოდენობა რაც, მინიმუმ, 72 საათის განმავლობაში დასჭირდებათ.

„ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ოჯახმა უზრუნველყოს წყალი, საკვები, მედიკამენტები და საჭირო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ადამიანებს ურჩევენ, წინასწარ გაარკვიონ, სად არის მათი უახლოესი თავშესაფარი და დარწმუნდნენ, რომ იციან გზა, თუ როგორ მივიდნენ თავშესაფრამდე.