ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში მცხოვრებ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

12:23, 09.03.2026
Smoke rises over Beirut's southern suburbs and their surroundings after strikes, amid the ongoing hostilities between Hezbollah and Israeli forces, as seen from Sin El Fil, Lebanon October 3, 2024. REUTERS/Abdelaziz Boumzar

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ლიბანის მოსახლეობას, მათ შორის ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში მცხოვრებლებს აფრთხილებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ავიჩაი ადრაიმ განაცხადა, რომ უახლოეს საათებში თავდაცვის ძალები ალ-ქარდ ალ-ჰასანის ასოციაციის (AQAH) ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იმოქმედებენ.

ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ AQAH-ი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობას აფინანსებს, რასაც ისინი უარყოფენ. AQAH-ში აცხადებენ, რომ მხოლოდ მცირე, უპროცენტო სესხებს აძლევენ რიგით ლიბანელებს.

მსგავსი