ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელის საჰაერო ძალებმა მიზანმიმართული თავდასხმები დაიწყეს ირანის რეჟიმისა და „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე
ისრაელი ირანზე და ლიბანზე იერიშებს ახორციელებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, ისრაელის საჰაერო ძალებმა მიზანმიმართული თავდასხმები დაიწყეს ირანის რეჟიმისა და „ჰეზბოლას“ მებრძოლი დაჯგუფების სამხედრო ობიექტებზე.