ისრაელის თავდაცვის ძალები – ჩვენი სამიზნეა სირიის რეჟიმის აქტივები, სირიაზე ზეწოლას და დარტყმების ტემპს ვზრდით

19:32, 16.07.2025

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სირიაზე ზეწოლას და დარტყმების ტემპს ზრდიან.

„ისრაელის ძალების სამიზნეა სირიის რეჟიმის აქტივები ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვზრდით ზეწოლას და დარტყმების ტემპს“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე. ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე დაადასტურეს, რომ სირიის დედაქალაქში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა დაბომბეს. სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა.

მსგავსი