ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ დღეს სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ხეობაში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმების ტალღა განახორციელეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ დღეს სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ხეობაში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმების ტალღა განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ დღეს სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ხეობაში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმების ტალღა განახორციელეს. მათივე ცნობით, იერიშების სამიზნე რაკეტების გაშვების, სტრატეგიული იარაღის წარმოებისა და შენახვის ადგილები იყო.

ისრაელელი სამხედროების თქმით, ოპერაციები ჩრდილოეთის სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი საჰაერო ძალების მიერ განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმები ისრაელის წინააღმდეგ მიმართული იარაღის ნეიტრალიზებას და „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღდგენის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.

საჰაერო იერიშებს ადასტურებს ლიბანიც. მომხდარის შედეგად დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.