ისრაელის სპეციალურმა ძალებმა პალესტინის სამხედრო დაზვერვის ორი ოფიცერი მოკლეს
ისრაელის სპეციალურმა ძალებმა პალესტინის სამხედრო დაზვერვის ორი ოფიცერი მოკლეს

ისრაელის სპეციალურმა ძალებმა პალესტინის სამხედრო დაზვერვის ორი ოფიცერი მოკლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პალესტინის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმმა პალესტინის უსაფრთხოების სამსახურის ორი ოფიცერი მოკლა, მდინარე იორდანეს მარჯვენა ნაპირზე განთავსებულ ქალაქ ჯენინში. გარდა ამისა, მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ერთი პალესტინელი ოფიცერი.

პალესტინის ოფიციალური პირების თქმით, ოფიცრების მიმართულებით სროლა, ქალაქ ჯენინში პალესტინის სამხედრო დაზვერვის შტაბ-ბინასთან განხორციელდა, ხოლო დაღუპული ოფიცრები პალესტინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ.

ინციდენტს გამოეხმაურა ისრაელის სასაზღვრო პოლიცია, რომლის განცხადებითაც სპეციალური ანტიტერორისტული განყოფილების, „იამამის“ წევრები ხუთშაბათს დილით შევიდნენ ჯენინში, „ისლამური ჯიჰადის“ ორი მებრძოლის დასაკავებლად, რომლებიც ებრაელი ჯარისკაცების მიმართულებით განხორციელებულ სროლაში იყვნენ ეჭვმიტანილები. სასაზღვრო პოლიციის თქმით, დაკავების მცდელობას ორმხრივი სროლა მოჰყვა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 2 ეჭვმიტანილი დაიღუპა.

ინციდენტს გამოეხმაურა პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი და სიტუაციის ესკალაციასა და მის შედეგებში ისრაელის ხელისფულება დაადანაშაულა.

ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის, ღაზაში 11-დღიანი კონფლიქტის დასრულებიდან რამდენიმე კვირაა გასული, რომლის შედეგადაც, გაერო-ს მონაცემებით, ღაზაში სულ მცირე 256 ადამიანია დაღუპული, ხოლო ისრაელში 13.

დატოვე კომენტარი