ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის დაწყებიდან 20-ზე მეტი მაღალი რანგის სამხედრო პირის ლიკვიდაცია შეძლეს
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 20-ზე მეტი მაღალი რანგის სამხედრო პირის ლიკვიდაცია შეძლეს.
მათ შორისაა ირანის დაზვერვის მეთაური გოლამ რეღა მერჰაბი, რომელიც ჩართული იყო სადაზვერვო საქმიანობაში და ისრაელის წინააღმდეგ გასულ წელს თავდასხმებს ხელმძღვანელობდა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ, საერთო ჯამში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ცხრა მეცნიერისა და ექსპერტის ლიკვიდაცია განახორციელეს.