ისრაელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე თანამდებობა დატოვა

19:29, 07.07.2020
Prof. Siegal Sadetzki speaks during a press conference about the coronavirus COVID-19, at the Health Ministry in Jerusalem on May 31, 2020. Photo by Flash90 *** Local Caption *** סיגל סדצקי
קורונה
וירוס
מגפה
משרד הבריאות

Prof. Siegal Sadetzki speaks during a press conference about the coronavirus COVID-19, at the Health Ministry in Jerusalem on May 31, 2020. Photo by Flash90 *** Local Caption *** סיגל סדצקי קורונה וירוס מגפה משרד הבריאות

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა, სიგალ სადეცკიმ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ეპიდემიოლოგმა სიგალ სადეცკიმ ​პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის რეაგირება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოხსნა.

„პირველ ტალღასთან ბრძოლისას მიღწეული შედეგები ეკონომიკის ფართო და სწრაფი გახსნის გამო გაუქმდა“, – ნათქვამია ისრაელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის წერილობით განცხადებაში.

ისრაელმა საყოველთაო კარანტინი 20 აპრილს გამოაცხადა, მომდევნო თვეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 20-მდე შემცირდა. ამის ფონზე მთავრობამ სკოლები და ბიზნესდაწესებილებები გახსნა, რის შემდეგაც ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ისრაელის ხელისუფლებამ კვლავ მიიღო შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანამ თავიდან უნდა აიცილოს კიდევ ერთი სრული კარანტინი.

მსგავსი