ისრაელის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ სავარაუდოდ პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს
ისრაელის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ სავარაუდოდ პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს. ინფორმაციას „თაიმზ ოფ ისრაელი“ ავრცელებს.

„ჩენელ 12“-ის წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პარტიას, „ლიქუდს“ 120-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 37 მანდატი ექნება, მისი უშუალო კონკურენტის, ბენი განცის პარტიას, „ლურჯსა და თეთრს“ კი 33.

გამოკითხვების თანახმად, მემარჯვენე ფრთის ბლოკი პარლამენტში სავარაუდოდ 60 ადგილს დაიკავებს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მემარცხენე ცენტრისტული და არაბული ბლოკი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში 54 მანდატს მიიღებენ.

კიდევ ერთი წინასწარი გამოკითხვები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „კან“-მა ჩაატარა, რომლის მიხედვით, ნეთანიაჰუს პარტიას 36 ადგილის დაკავების შანსი აქვს, განცის პარტიას კი 33 მანდატი ექნება.