ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში 62 ადამიანი ემსხვერპლა

11:19, 14.09.2025

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში 62 ადამიანი ემსხვერპლა. 49 ადამიანი მხოლოდ ქალაქ ღაზაში დაიღუპა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის შედეგად გასული დღის განმავლობაში 205 ადამიანი დაშავდა.

ღაზის სექტორის საავადმყოფოებში 24-საათიან პერიოდში შიმშილით გარდაცვალების 73 შემთხვევა მოხდა, რითიც შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა, მათ შორის 145 ბავშვია.

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, ისრაელის ინტენსიური დაბომბვის გამო 13 სექტემბერს ღაზაში 6 000-ზე მეტი პალესტინელი უსახლკაროდ დარჩა.

მსგავსი