გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 37 ადამიანი ემსხვერპლა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 37 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 37 ადამიანი ემსხვერპლა.

არაბული მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰში ისრაელელ სამხედროებსა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ინტენსიური ქუჩის ბრძოლები მიმდინარებს. ქალაქი არტილერიით იბომბება.

ისრაელის არმიამ სახმელეთო ოპერაცია განაახლა ქალაქ ღაზის ზეიტუნის უბანშიც. ისრაელის სამხედრო ავიაციამ დაბომბა ღაზის ჩრდილოეთი ტერიტორია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში 50 ავიაიერიში განხორციელდა.