ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში საჰაერო დარტყმის შედეგად „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური მოკლეს

20:40, 11.09.2026

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ღაზაში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად მათ დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური მოკლეს.

მათივე ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის ლიდერი მუჰამედ აბდელ სალამ ალ-იაზური. სამხედრო ძალების ინფორმაციით, მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ თავდასხმების დაგეგმვაში.

ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, იაზურის ლიკვიდაციის დროს დაჯგუფების კიდევ ორი მეთაური მოკლეს. „ჰამასის“ მხრიდან მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი