ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო ძალებს ცეცხლი გაუხსნეს
ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო ძალებს ცეცხლი გაუხსნეს

ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოცემის ცნობით, გაერო-ს სამშვიდობო მისია მომხდარს სერიოზულ დარღვევად აფასებს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათმა ჯარისკაცებმა ისრაელის საზღვართან ახლოს, ლიბანის ელ-ჰამასის რაიონში ცეცხლი გაუხსნეს ორ ეჭვმიტანილს და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ისინი გაერო-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები იყვნენ.

მათივე ცნობით, სამშვოდობოების იდენტიფიცირება უამინდობის გამო ვერ მოხერხდა.

ლიბანში გაერო-ს სამშვოდობო მისიის განცხადებით, ისრაელის ძალებმა მათ წარმომადგენლებს ცეცხლი „მერკავას“ ტიპის ტანკიდან გაუხსნეს და მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს სროლა, რაც სამშვიდობოები ისრაელის ჯარებს ოფიციალური არხებით დაუკავშირდნენ.