ისრაელის სამხედრო ძალებმა იემენის წითელი ზღვის პორტ „ჰოდეიდაზე“ იერიში მიიტანეს
ისრაელის სამხედრო ძალებმა იემენის წითელი ზღვის პორტ „ჰოდეიდაზე“ იერიში მიიტანეს

ისრაელის სამხედრო ძალებმა იემენის წითელი ზღვის პორტ „ჰოდეიდაზე“ იერიში მიიტანეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელეს.

როგორც გამოცემა წერს, ისრაელის იერიშის სამიზნეს იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტები წარმოადგენდა.

„ჰუსიტების ტერორისტული რეჟიმი „ჰოდეიდას“ პორტს ირანის რეჟიმის მიერ მიწოდებული იარაღით ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად იყენებს “, – ნათქვამია ისრაელის განცხადებაში.

„როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის დარტყმების სამიზნეს ის სამი ნავმისადგომი წარმოადგენდა, რომელიც ისრაელის ძალებმა რამდენიმე თვის წინ დაბომბეს, მოგვიანებით კი „ჰუსიტებმა“ აღადგინეს.

ცნობისთვის, „ჰუსიტები“ პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად წითელ ზღვაში ისრაელისa და მისი მხარდამჭერების გემებს პერიოდულად ესხმიან თავს.