ისრაელის სამხედრო ძალების ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან გასვლის შემდეგ ლიბანის არმიამ ზავთარ ალ-ღარბიაში განლაგება დაიწყო

12:10, 21.07.2026

ლიბანის არმიის სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ზავთარ ალ-ღარბიაში განლაგება დაიწყეს მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო ძალებმა ტერიტორია დატოვეს. ინფორმაციას ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები ადასტურებენ.

მედიის ცნობით, ლიბანის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეძლებს კონტროლის აღდგენას ქვეყნის სამხრეთში, დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარე ზონაზე, რომელიც კვლავ ისრაელის ჯარების მიერ არის ოკუპირებული.

ლიბანის არმია კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას, უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციამდე ქალაქში არ შევიდნენ და უსაფრთხოების მიზნით სამხედრო დანაყოფების მითითებებს დაემორჩილონ.

„როიტერის“ ცნობით, ისრაელსა და ლიბანს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ლიბანის არმია დაჯგუფება „ჰეზბოლას“ იარაღს ჩამოართმევს და რეგიონზე კონტროლს დაამყარებს მას შემდეგ, რაც იქიდან ისრაელის ჯარები ეტაპობრივად გავლენ.

ცნობისთვის, ისრაელმა ლიბანის სამხრეთი ნაწილი ე.წ. ბუფერული ზონის შექმნის მიზნით დაიკავა. ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, მათი მიზანია დაჯგუფება „ჰეზბოლას“ განადგურება, რომელიც ლიბანის სამხრეთ ნაწილს აკონტროლებს.

მსგავსი