ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიაში სამხედრო ობიექტები დაბომბა, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე გახდა ლატაკიის პროვინციის მთებში შენახული შეიარაღება

13:39, 04.03.2025

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიაში სამხედრო ობიექტები დაბომბა, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე გახდა ლატაკიის პროვინციის მთებში შენახული შეიარაღება. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიში განხორციელდა სირიის არმიის სამი ობიექტის წინააღმდეგ, მათ შორის სარადარო სადგურზე ქალაქ ქარდაჰას მახლობლად და სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსთან ახლოს, იარაღის საწყობზე.

სირიის მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის სახმელეთო ჯარები სირიის დარაას პროვინციაში, საზღვრიდან 13 კილომეტრში შევიდნენ და ტელ ალ-მალის მწვერვალზე იმყოფებიან, სადაც წარსულში სირიის ყოფილ რეჟიმს სამხედრო პოსტი ჰქონდა განთავსებული.

მსგავსი