ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა, 20-მდე თვითმფრინავმა იემენის დედაქალაქ სანააში 65-ზე მეტი საბრძოლო მასალა ჩამოაგდო
ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა, 20-მდე თვითმფრინავმა იემენის დედაქალაქ სანააში 65-ზე მეტი საბრძოლო მასალა ჩამოაგდო

ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებზე ყველაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა.

ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების 20-მდე თვითმფრინავმა იემენის დედაქალაქ სანააში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე 65-ზე მეტი საბრძოლო მასალა ჩამოაგდო.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის თვითმფრინავებმა სულ შვიდი სამიზნე დაბომბეს, მათ შორის ხუთი სამხედრო შტაბ-ბინა, სადაც „ჰუსიტები“ იყვნენ შეკრებილი და იარაღის ორი საწყობი.

ოპერაციის დროს ასევე განხორციელდა საწვავის საჰაერო შევსება. ისრაელის მედიის თანახმად, დარტყმები ისრაელზე „ჰუსიტების“ სარაკეტო და უპილოტო აპარატებით თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა.

24 ოქტომბერს ისრაელის ქალაქ ეილათზე უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმედ.