ისრაელის სამხედრო ავიაციამ „ჰამასის“ სამიზნეებზე იერიში მიიტანა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ „ჰამასის“ სამიზნეებზე იერიში მიიტანა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამიზნეებზე იერიში მიიტანა.

ისრაელის ავიაიერიშის ერთ-ერთი სამიზნე რადიკალური დაჯგუფების კუთვნილი შენობა გახდა, სადაც იარაღს აწარმოებდნენ. ასევე დაიბომბა „ჰამასის“ სამხედრო კომპლექსი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავებმა ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარეს, რაც არაბული ანკლავიდან ისრაელის ტერიტორია რაკეტებით დაიბომბა. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ ორი რაკეტის განეიტრალება შეძლო, ორი კი ისრაელის ტერიტორიაზე აფეთქდა.