ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციაში ჩართული იყო თვითმფრინავები და სხვა საფრენი აპარატები, რომლებმაც იერიში „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს.
ისრაელმა არაბულ ანკლავში სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც ისრაელის ქალაქ სდეროთში ღაზას სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ სინაგოგა და რელიგიური სკოლა დააზიანა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.