ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამიზნეები დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამიზნეები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამიზნეები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო იერიშის მიზეზი ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა გახდა. ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

რაკეტის გაშვების შემდეგ განგაშის სიგნალი ისრაელის ქალაქ აშკელონში ჩაირთო.

ისრაელის სამხედრო ვერტმფრენმა 6 იანვარს „ჰამასის“ ორი ობიექტი დაბომბა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არაბული ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით საჰაერო ბურთი გაუშვეს, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული.

დატოვე კომენტარი