ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი არაბული ანკლავიდან ცეცხლგამჩენი ბურთების გაშვებისთვის, რომელმაც ისრაელის არაერთ ადგილას ხანძარი გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედროებს უბრძანა, მზად იყვნენ ღაზას სექტორში ბრძოლის გაგრძელებისთვის.

გასულ ღამეს სამხედრო ოპერაციის დროს, ღაზას სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის დასახლებებში საგანგაშო გამაფრთხილებელი სიგნალები ჩაირთო. ისრაელის არმიაში მოგვიანებით თქვეს, რომ არაბული ანკლავიდან რაკეტები არ გაუშვიათ და სიგნალები მას შემდეგ ჩაირთო, რაც პალესტინელებმა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებს გაუხსნეს ცეცხლი.

დატოვე კომენტარი