ისრაელის სამხედრო ავიაციამ დაბომბვის შედეგად იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტი მწყობრიდან გამოიყვანა, ასევე დაბომბეს რამდენიმე ელექტროსადგური
ისრაელის სამხედრო ავიაციამ დაბომბვის შედეგად იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტი მწყობრიდან გამოიყვანა, ასევე დაბომბეს რამდენიმე ელექტროსადგური

ისრაელის სამხედრო ავიაციამ დაბომბვის შედეგად იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტი მწყობრიდან გამოიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლების მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ აეროპორტი ამჟამად „სრულიად გამორთულია“.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ „ჰუსიტები“ აეროპორტს იყენებდნენ იარაღისა და ოპერატიული პერსონალის ტრანსპორტირებისთვის. მათივე განცხადებით, „ჰუსიტების“ რეჟიმი მას რეგულარულად იყენებს ტერორისტული მიზნებისთვის. აეროპორტზე დარტყმამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილეს.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ასევე დაბომბეს სანაასთან ახლოს მდებარე რამდენიმე ელექტროსადგური, რომლებსაც „ჰუსიტები“ იყენებდნენ; ასევე, დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ცემენტის ქარხანა, რომელსაც დაჯგუფება ინფრასტრუქტურისა და გვირაბების მშენებლობისთვის იყენებდა.