ისრაელის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა
ისრაელის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მუსიკალურ ფესტივალზე.
როგორც სამაშველო სამსახურში განმარტავენ, დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, უფრო მეტი იქნება.
შაბათს, დილით „ჰამასმა“ საჰაერო იერიში მიიტანა „ნოვას“ მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა.