ისრაელის საგარეო უწყება – ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის განზრახ მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს საერთაშორისო საზოგადოებამ
კახოვკის კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხდებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს საერთაშორისო საზოგადოებამ.
„ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით. ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე საფრთხეშია ამ საშინელი განადგურების გამო. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები უკრაინელ ხალხთანაა ამ რთულ დროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Israel is shocked by the extensive damage to the Kakhova dam. Thousands of innocent civilians are at peril because of this terrible destruction. Such deliberate targeting of critical infrastructure and people must be strongly condemned by the entire international community. our… pic.twitter.com/rpIj3AEgzJ
— Lior Haiat 🇮🇱 (@LiorHaiat) June 6, 2023